ადამიანები ხშირად ისეთივე ირაციონალურად ექცევიან ქონებას, როგორც საკუთარ ცხოვრებას.
უჩვეულო გადაწყვეტილებამ სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თავდაპირველად ბევრმა იფიქრა, რომ ბიზნესმენი მართლაც აპირებდა ძვირადღირებული ავტომობილის სამუდამოდ დამარხვას, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს სიმბოლური აქცია იყო.
მისი თქმით, თუ ადამიანები გარდაცვალების შემდეგ მატერიალურ ქონებას თან ვერ მიიტანენ, მაშინ ავტომობილის „საიქიოში წაღების“ იდეაც აბსურდულია. სწორედ ამ გზით სცადა საზოგადოების ყურადღების მიქცევა ქონების, ღირებულებებისა და ცხოვრების რეალური პრიორიტეტების მიმართ.
Bentley-ის დამარხვის ისტორია მალევე ვირუსულად გავრცელდა და მსოფლიოს არაერთ მედიაში მოხვდა. მილიონერის აქცია ბევრისთვის სოციალური ექსპერიმენტი გახდა, რომელმაც დისკუსია გააჩინა იმაზე, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ადამიანები მატერიალურ ნივთებს.