საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 706 ათასი ადამიანია.

2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 26,820-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 124 მილიონი ლარი.

დეკემბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.2 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.