საქართველოს რკინიგზა 10 მაისს ბლექ სი არენაზე დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით დამატებით რეისს ნიშნავს.

OneRepublic-ის კონცერტზე თბილისიდან შეკვეთილში მატარებლით შეგიძლიათ იმგზავროთ.  დამატებითი რეისი 10 მაისს თბილისიდან 12:40-ზე დაიძვრება, შეკვეთილში კი 17:05-ზე ჩავა.  უკან კი თბილისის მიმართულებით შეკვეთილიდან 01:21-ზე გამოვა.

დამატებითი რეისის ბილეთები უკვე გაყიდვაშია.