ოთხი მატჩი, ორი მოგება – ასეთია საქართველოს ნაკრების შედეგი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ოთხი ტურის შემდეგ. მეორე მოგება ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა მასპინძელ კვიპროსთან მოიპოვა – 93:61.

კვიპროსის ნაკრებს აქამდე სამივე მატჩი ჰქონდა წაგებული და დიდი იყო ალბათობა, რომ ვერც საქართველოსთან მოიგებდა. თუმცა ჩვენი გუნდის მწვრთნელმა თავიდანვე დაჰყო მატჩები სტატუსის მიხედვით – მოსაგებ თამაშებად და მატჩებად, რომლებშიც მეტოქეს თავი არ უნდა შეაკლა.

მოსაგები მატჩები იყო ესპანეთთან, იტალიასთან, კვიპროსთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან. ესპანეთთან მიზანს მიაღწია, იტალიასთან მეორე ტაიმში დამარცხდა, ხოლო საბერძნეთთან მწვრთნელმა ლიდერები, გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელია დაასვენა. 

ვრცლად პირველ არხზე