საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ფრანგი პიერ-ანრი ბრონკანი იქნება. რაგბის კავშირის ცნობით, ბრონკანი გუნდს მიმდინარე წლის ივნისიდან ჩაიბარებს, იქამდე კი ნაკრებს მისი იტალიელი ასისტენტი, მარკო ბორტოლამი უხელმძღვანელებს.

საქართველოს რაგბის კავშირმა პიერ-ანრი ბრონკანთან კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გააფორმა.

51 წლის ბრონკანი ყოფილი მორაგბეა, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა 2006 წელს დაიწყო. 

tabula.ge