შანხაი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთის ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი. მისი განმარტებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტის ფარგლებში ავიაკომპანია China Eastern-თან წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი და მიღებულია გადაწყვეტილება ახალი მიმართულების დამატებასთან დაკავშირებით.
„მიმდინარე წლის 15 ივლისიდან ავიაკომპანია China Eastern-ი შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს რეგულარულ ფრენებს. შანხაის ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთის ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს. შესაბამისად, მასთან დაკავშირება მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ ორ ქვეყანას შორის გამყარდეს როგორც ბიზნესის ურთიერთობები, ასევე მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტული ნაკადები“, - განმარტავს მინისტრის მოადგილე.
როგორც თამარ იოსელიანი აცხადებს, ავიაკომპანია China Eastern-სთან უკვე მიმდინარეობს მუშაობა ახალი მიმართულებების დამატებაზე.
„China Eastern-ი წარმოადგენს ახალ ავიაკომპანიას, რომელიც შემოდის საქართველოს ბაზარზე. აღნიშნულ ავიაკომპანიასთან დამატებითი მიმართულებებზე ვმუშაობთ. 2026 წლის პირველი კვარტალში ჩინეთთან მგზავრთნაკადი წარმატებული იყო და ზრდამ დაახლოებით 40%-ი შეადგინა. დარწმუნებული ვარ, რომ ზრდის ტენდენციას შევინარჩუნებთ“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს