სამხედროები სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობენ. დამეწყრილ ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო ასაწყობი საფეხმავლო ხიდები დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული კონსტრუქციები სამხედრო მოსამსახურეებს და მაშველებს მეტი ფართობის შესწავლისა და გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს. სამხედროებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების სამხედროები, საინჟინრო ქვედანაყოფები და ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა მძიმე ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით, ასევე ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირადი შემადგენლობა.
ადგილზე ჯარისკაცები შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მაშველებთან ერთად მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.