„სამედიცინო ტურიზმის 70% სუროგაციაზე და ინ ვიტრო განაყოფიერებაზე მოდის“ - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ჯანდაცვის ექსპერტმა ვატო სურგულაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ის ადამიანები, ვისაც სუროგატი დედის დახმარებით უნდათ შვილის გაჩენა, საქართველოში ჩამოდიან, ქირაობენ სასტუმროს, მანქანას, ხარჯავენ ძალიან დიდ თანხებს და ამ გზით სარგებლობს როგორც სახელმწიფო, ასევე ის ადამიანები, ვისაც ამ გზით ფულის  შოვნა სურს.

„თურქეთში ინ ვიტრო განაყოფიერება ძალიან მაღალ  დონეზეა, ასევე მაღალ დონეზეა საფრანგეთში და გერმანიაში. შესაძლოა სფერო დასარეგულირებელია, თუმცა ამ ხელისუფლებას ამის დარეგულირება არ შეუძლია.

ისრაელში ზუსტად ისე  ხდება სუროგაცია, როგორც  ეს  საქართველოში ხდება, გარდა ამისა აშშ-ს  რიგ შტატებში, მექსიკაში, ავსტრალიაში დაშვებულია, საქართველოში სამწუხაროდ ეს კანონი ძალაში შევა და უკან არ დაიხევენ“ - აღნიშნა ვატო სურგულაძემ.