შპს "რუსთავის ფოლადის" 150-მდე თანამშრომელი გაიფიცა. როგორც სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე, თემურ სურამელაშვილი განმარტავს, მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი ხელფასის 500 ლარიანი მატებაა. მშრომელები ასევე ითოცენ: შრომის უსაფრთხოების ნორმების გამოსწორებას და შრომის პირობების გაუმჯობესებას, სასადილოს ჰიგიენური ნორმების გამოსწორებასა და კვების რაციონის შეცვლას, კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროს 50%-ით გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას.
სურამელაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაახლოებით 150 ადამიანია გაფიცული, საწარმო კი გაჩერებულია. კომპანიის მხრიდან უკუკავშირი არ ყოფილა.