რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის  დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე იმოძრავებს 21 გონდოლა, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე იქნება 4.07 წუთი, მარშრუტის სიგრძე კი - 845,55 მ.

პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 50 მლნ ლარს. რეაბილიტაციის შემდეგ, საბაგირო გზა სამართავად  „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა. საბაგირო გზის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს შპს „დაგი“, ხოლო საინჟინრო-ტექნოლოგიურ  სამუშაოებს - კომპანია „დოპელმაიერი“.

პროექტი 2022 წლის  სექტემბერში დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.