Visual Capitalist-მა, CBRE Research-ის მიერ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შემოგვთავაზა ქვეყნების სია, რომლებსაც ყველაზე განათლებული მოსახლეობა ჰყავს. კვლევის დროს ქვეყნებში 25-64 წლის ადამიანების რაოდენობა დაითვალეს და განსაზღვრეს მათი წილი, რომლებსაც ბაკალავრის ან უფრო მაღალი ხარისხი აქვთ მიღებული. 

დასავლეთის ქვეყნებს განათლებული მოსახლეობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ, განათლებული ზრდასრულების წილის მიხედვით. რეიტინგის ტოპ-10 ქვეყნიდან ექვსი ევროპაში მდებარეობს. სიას ირლანდია ლიდერობს, რომლის 25-64 წლის მოსახლეობის ნახევარზე მეტს, 52.4%-ს უნივერსიტეტის სხვადასხვა ხარისხი აქვს. მას მოსდევს შვეიცარია და სინგაპური, შესაბამისად, მოცემულ ასაკობრივ კატეგორიაში განათლებული მოსახლეობის 46%-იანი და 45%-იანი წილით.

ტოპ-10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განათლებული მოსახლეობა ჰყავს: 

ქვეყანა 25-64 წლის მოსახლეობა, რომელსაც აქვს ბაკალავრის ან უფრო მაღალი ხარისხი ბაკალავრის ან უფრო მაღალი ხარისხის მქონე მოსახლეობის წილი რეგიონი
ირლანდია 1.8 მლნ 52.4% ევროპა
შვეიცარია 2.7 მლნ 46.0% ევროპა
სინგაპური 1.9 მლნ 45.0% აზია
ბელგია 3.3 მლნ 44.1% ევროპა
გაერთიანებული სამეფო 19.1 მლნ 43.6% ევროპა
ნიდერლანდი 4.8 მლნ 42.0% ევროპა
აშშ 78.2 მლნ 40.3% ჩრდილოეთი ამერიკა
ავსტრალია 6.9 მლნ 39.8% ოკეანია
ისრაელი 2.2 მლნ 39.7% ახლო აღმოსავლეთი
შვედეთი 2.6 მლნ 39.6% ევროპა