ბოლო ორი დღეა დედაქალაქის ქუჩებში მგზავრებმა კონტროლიორები ახალი სპეციალური ფორმის ტანსაცმლით შენიშნეს.
როგორც აღმოჩნდა, კონტროლიორთა ფორმების შეცვლის შესახებ ხელშეკრულება 2025 წლის 11 თებერვალს გაფორმდა, რაშიც 750 თანამშრომლისთვის 2 100 000 ლარი დაიხარჯა. ერთი თანამშრომლის ეკიპირების ჯამურმა ღირებულებამ 2 800 ლარი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ წარმოგიდგენთ თბილისის მერიის მიერ სპეციალურად მოწოდებულ ესკიზებს, თუ როგორი ფორმებით, ფეხსაცმლითა და აქსესუარებით შეიმოსებიან კონტროლიორები:
ასევე აღვნიშნოთ, რომ 2024 წლის იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა ორი მილიონ 61 ათას 606 ლარი შეადგინა, რაც სამას სამოცდა რვა ათას სამი ათასი ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.