საქართველოში სტუდიოს ტიპისა და ერთსაძინებლიანი ბინების გაქირავება, შედარებით დიდი ფართობის საცხოვრებლებთან შედარებით, უფრო მაღალ მთლიან შემოსავლიანობას უზრუნველყოფს. Global Property Guide-ის 2026 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, თბილისში სტუდიოს ტიპის ბინების წლიური მთლიანი შემოსავლიანობა 8.03%-ია, ბათუმში კი — 8.35%.
კვლევის მიხედვით, თბილისში ერთსაძინებლიანი ბინების შემოსავლიანობა 7.43%-ს შეადგენს, ბათუმში კი — 8.08%-ს. შედარებისთვის, ორსაძინებლიანი ბინების მაჩვენებელი თბილისში 6.73%, ბათუმში კი 6.69%-ია.
თბილისში სტუდიოს ტიპის ბინის მედიანური გასაყიდი ფასი 46,300 ევროა, ხოლო საშუალო მედიანური თვიური ქირა — 310 ევრო. ბათუმში შესაბამისი მაჩვენებლები 47,400 ევრო და 330 ევროა. ერთსაძინებლიანი ბინის მედიანური ფასი თბილისში 72,700 ევროს, ბათუმში კი 69,800 ევროს შეადგენს.
მთლიანი შემოსავლიანობა გამოითვლება წლიური ქირის შემოსავლისა და ბინის შესაძენად საჭირო თანხის თანაფარდობით. მაჩვენებელი არ მოიცავს გადასახადებს, რემონტისა და მართვის ხარჯებს ან ბინის გაქირავების პერიოდებს შორის შესაძლო დანაკარგს. Global Property Guide-ის შეფასებით, წმინდა შემოსავლიანობა, როგორც წესი, მთლიან მაჩვენებელზე 1.5–2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.