"საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ხოლორიკოთის შემთხვევაში - მსოფლიოს ბანკის, ევროპისსაინვესტიციო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის - დაფინანსების პირობებში, რა თქმა უნდა, პროექტთან დაკავშირებული შესყიდვებიხორციელდება მათი პროცედურებით. ამპროცედურას ჰქვია „ღია საერთაშორისო ტენდერი“. ასეთია შესყიდვის ფორმა, რომელიც ცალსახადგანმარტავს, თუ ვის შეუძლია ტენდერშიმონაწილეობა, რა კრიტერიუმები უნდადააკმაყოფილოს პრეტენდენტმა ფინანსური, თუტექნიკური გამოცდილების თალსაზრისით,"- ამისშესახებ რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლო ქარსელაძემ, მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, დადგენილი პროცედურებიითვალისწინებს სამ ძირითად ეტაპს, რომელიცსაჭიროებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისდასტურს შესყიდვის სრული პროცესისგანმავლობაში, ხელშეკრულების გაფორმებისჩათვლით. ამასთან, განსაზღვრულია ტენდერშიმონაწილე პრეტენდენტი კომპანიისდისკვალიფიკაციის საფუძვლებიც.
"შეუძლებელია ამ პროცედურების პირობებში, ტენდერში გაიმარჯვოს და ხელშეკრულებაგაფორმდეს სანქცირებულ, შავ სიაში მყოფკომპანიასთან. შესაბამისად, მხოლოდსაერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისპროცედურების მკაცრი დაცვით გამოვლინდატენდერში გამარჯვებული კომპანიები. შეგახსენებთ, რომ რიკოთის 4 მონაკვეთზე 4 სხვადასხვა კომპანიამუშაობს, სადაც მაღალი კონკურენციის დონე იყო დაგამარჯვებულებად გამოვლინდნენ ის კომპანიები, რომლებმაც დააკმაყოფილეს აბსოლუტურად ყველამოთხოვნა. ხელშეკრულება მათთან ვერგაფორმდებოდა, თუ ეს კომპანიები იქნებოდნენ.
მინისტრის განმარტებით, რიკოთის მშენებელკომპანიებთან გაფორმებულია ფიდიკის ტიპის, საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელიცცალსახად განსაზღვრავს პროექტის განვითარებისდა ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს. ამხელშეკრულებების მიხედვით, ხელშეკრულებისგაფორმების შემდეგ, კომპანიის სანქცირებაშეწყვეტის მიზეზი ვერ გახდება.
"მიუხედავად ამისა, გუშინ ვთხოვე საავტომობილოგზების დეპარტამენტს, ღია წყაროებშიგადაემოწმებინათ იყვნენ თუ არა აღნიშნულიკომპანიები დღეის მდგომარეობით სანქცირებულიდა გაირკვა, რომ 10 აგვისტოს მდგომარეობით, არცერთი რიკოთის მშენებლობაში ჩართულიკომპანია არ იმყოფება შესაბამისი საფინანსოინსტიტუტების შავ სიაში. ყველა ის ბრალდება, რაცსანქცირებას უკავშირდება, თითქოს პროექტისანქცირებულ კომპანიებს მივეცით, არის სრულიტყუილი,"- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, ინფრასტრუქტურისსამინისტროს სისტემაში საქმიანობის 5 წლიანიპერიოდის განმავლობაში, კორუფციისდამადასტურებელი არცერთი ფაქტი ოპონენტებს არწარმოუდგენიათ. მისი თქმით, მსგავსიცილისმწამებლური ბრალდებები შეურაცხყოფსყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციის, რომელიცრიკოთის მშენებლობაშია ჩართული, როგორცქართული, ისე საერთაშორისო საფინანსოინსტიტუტების მხრიდან.