რუსულ ავიაკომპანია  Азимут-ს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოში ფრენის უფლება 15 მაისს მიანიჭა. „კომერსანტმა“ რუსული ავიაკომპანიის პორტალზე გადაამოწმა როდის იქნება პირველი ფრენა მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით და რა ეღირება ბილეთი.

პირველი რეისი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით 19 მაისსაა ჩანიშნული და ბილეთის ფასი 17 458 რუბლია (555 ლარი). შედარებით მაღალფასიანი ბილეთი - 63 933 რუბლი (2035 ლარი) ღირს. რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს დედაქალაქში მგზავრები 4 საათში ჩამოფრინდებიან.

Азимут-ს ყოველ დღე აქვს ფრენები თბილისის მიმართულებით. ამჟამად მოსკოვიდან თბილისში რუსული ავიაკომპანიით ჩამოსვლის მსურველებს ბილეთების ყიდვა 2023 წლის ოქტომბრის ბოლომდე შეუძლიათ.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია Азимут-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მიმდინარე წლის 10 მაისს გააუქმა. ამის შესახებ განკარგულება კრემლის პორტალზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, პუტინის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.