2024 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 1 790 600 ავტომობილია რეგისტრირებული. ამის შესახებ „საქსტატის“ მონაცემებიდან ვიგებთ.
აღნიშნულ ავტომობილთა 26.8% რუხი ფერისაა, 22.7% - თეთრი, 14.5% - შავი, 12.8% - ლურჯი, ხოლო სხვა ფერის მანქანების ჯამური წილი 23.2%-ია.
გარდა ამისა, ავტომობილების 81.7% გამოშვებულია 10 ან მეტი წლის წინ. უშუალოდ თბილისში ეს წილი შედარებით დაბალია - რეგისტრირებული 721 000 ავტომობილიდან 70.6% არის 10 ან მეტი წლის ასაკის.
ასევე, 737 500 ავტომობილი ბენზინზე მუშაობს, 356 200 - დიზელზე, 160 100 ჰიბრიდია, 9 000 - ელექტრო.
საქართველოში რეგისტრირებულ ავტომობილთაგან 1 608 300 ფიზიკურ პირებს ეკუთვნით, 182 300 - იურიდიულ პირებს.