ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში, საინსპექციო კონტროლი ღვინის მწარმოებელ 52 კომპანიაში განხორციელდა. აღებული ნიმუშის რაოდენობა იყო 520, დარღვევა აღმოჩნდა 3 კომპანიაში.

სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 2 კომპანიაში, აღებული ნიმუშების რაოდენობა იყო 42, დარღვევა აღმოჩნდა 21 ნიმუშში.

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების Bureau Veritas და SGS-ის მიერ ინსპექტირება გახორციელდა 47 კომპანიაში, აღებული ნიმუშების რაოდენობა იყო 163. ექსპორტზე უარი ეთქვა 1 კომპანიას.

შიდა ბაზრის კონტროლი განხორციელდა 78 კომპანიის პროდუქციაზე. აღებული ნიმუშები სრაოდენობა იყო 133, დარღვევა აღმოჩნდა 73 ნიმუშში.

საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, მეორე კვარტალში ჩატარდა 71 დეგუსტაცია. სულ შესული იყო 3 413 ნიმუში. 3 254 ნიმუში შეფასდა დადებითად და 159 ნიმუში შეფასდა უარყოფითად.