გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-მა წარმოადგინა მსოფლიოს ქვეყნები, სადაც მიგრანტები მოსახლეობის ყველაზე დიდ წილს შეადგენენ.

2024 წლისთვის საერთაშორისო მიგრანტთა რაოდენობამ მთელ მსოფლიოში 304 მილიონს გადააჭარბა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე 1990 წელს.

მიგრანტების რაოდენობის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. 2024 წელს აშშ-ში საერთაშორისო მიგრანტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 52.4 მილიონი. 

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ევროპამ 94 მილიონი საერთაშორისო მიგრანტი მიიღო – მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა რეგიონმა. მას მოსდევს ჩრდილოეთი ამერიკა – რომელიც მოიცავს აშშ-ს, ბერმუდის კუნძულებს, კანადას, გრენლანდიას და სენ-პიერსა და მიკელონს – 61 მილიონით.

რაც შეეხება საქართველოს, 2024 წლის რეიტინგის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 81 582 მიგრანტია, რომელიც მოსახლეობის 2.1%-ს შეადგენს და ქვეყანა 147-ე ადგილზეა.

ქვეყნები, სადაც მიგრანტების რაოდენობა ყველაზე მაღალია:

1 🇺🇸 ამერიკის შეერთებული შტატები 52,375,047 (მოსახლეობის 15.2%)
2 🇩🇪 გერმანია 16,750,084 (19.8%)
3 🇸🇦 საუდის არაბეთი 13,683,841 (40.3%)
4 🇬🇧 გაერთიანებული სამეფო 11,845,479 (17.1%)
5 🇫🇷 საფრანგეთი 9,186,757 (13.8%)
6 🇪🇸 ესპანეთი 8,870,527 (18.5%)
7 🇨🇦 კანადა 8,805,839 (22.2%)
8 🇦🇪 არაბთა გაერთიანებული საამიროები 8,157,000 (74%)
9 🇦🇺 ავსტრალია 8,111,404 (30.4%)
10 🇷🇺 რუსეთი 7,605,774 (5.3%)
11 🇹🇷 თურქეთი 7,083,501 (8.1%)
12 🇮🇹 იტალია 6,553,671 (11%)
13 🇯🇴 იორდანია 5,280,168 (45.7%)
14 🇺🇦 უკრაინა 5,064,173 (13.4%)
15 🇮🇳 ინდოეთი 4,796,255 (0.3%)