ქვეყანაში პირველად, საველე ეპიდემიოლოგიის სასწავლო პროგრამა დაიწყო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მათი ორგანიზებით საველე ეპიდემიოლოგიის (FETP Intermediate) 9-თვიანი სასწავლო პროგრამა დაიწყო, რომელიც ქვეყანაში პირველად ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ეპიდემიოლოგიის, ზოგადი ჰიგიენის, მედიცინის, ვეტერინარიის, გარემოს ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის სექტორებიდან 20 რეზიდენტი შეირჩა.

პროგრამა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ხელს შეუწყობს სამუშაო ძალის შექმნას, რომელიც მულტისექტორული თანამშრომლობის გზით გააუმჯობესებს რეაგირების შესაძლებლობებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადაუდებელ სიტუაციებზე და განახორციელებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინტერვენციებს.

სასწავლო პროგრამა გლობალური ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.