ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩა #47 ში მდებარე  158 134.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე  5 930 000 ლარად იყიდება.  აუქციონი 29 მაისს დაიწყო და 12 ივნისს სრულდება.

ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი: მულტიფუნქციური.

ქონების განმკარგავი სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა”.

საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან 4175.00 კვ.მ-ზე და 2328.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე გადის შპს ფრიგაზის საკუთრებაში არსებული, საკადასტრო კოდით N29.00.168 რეგისტრირებული და შპს მილა+ საკუთრებაში არსებული საკადასტრო კოდი N29.00.640 რეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობები (გაზსადენის მილი). საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე გადის არხი.

ასევე ელექტრონულ აუქციონზე იყიდება  ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩა #47 ში მდებარე  85 218 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ფასია 3 196 000 ლარი

როგორც აუქციონის დოკუმენტაციაშია აღნიშნული ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი: სამრეწველო-სასაწყობეა.

ქონების განმკარგავი სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა”. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან 2765.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება.  საპრივატიზებო ობიექტზე გადის შპს "ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ საკუთრებაში არსებული N29.00.167 საკ.კოდზე რეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობა.

არსებობს თუ არა პრივატიზაციის რაიმე პირობა, ამის შესახებ ინფორმაცია არაა მოცემული,