საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების ომბუდსმენის თანამდებობაზე გვანცა ჩხეიძეს ხელახალი ვადით გამოუცხადა ნდობა.

გვანცა ჩხეიძე კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი - კომუნიკაციების ომბუდსმენია, რომელიც სატელეკომუნიკაციო სფეროში უფლების დარღვევის შემთხვევაში, კვალიფიციურ და უფასო დახმარებას გასცემს.

გვანცა ჩხეიძე 2019 წლიდან მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის აპარატში მუშაობდა. მანამდე, წლების განმავლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა. ამ სამინისტროში თითქმის 10 წლის განმავლობაში იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.