რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე დასასწრებად ყაზახეთში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„რუსეთის პრეზიდენტი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩავიდა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

პუტინს დაგეგმილი აქვს შეხვედრები ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან და ილჰამ ალიევთან.

კრემლის ინფორმაციით, სამიტის შემდეგ მონაწილეები აპირებენ, რომ ხელი მოაწერონ 24 ერთობლივ დოკუმენტს, დეკლარაციას და განცხადებას კეთილმეზობლობის, ერთიანობის პრინციპებისადმი ერთგულების შესახებ.