საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი კვერნაძე კვლავ იტალიაში ითამაშებს.

სერია B-ში დაქვეითებულმა „ფროზინონემ" 21 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი გამოისყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის დირექტორმა გვიდო ანჯელოციმ დაადასტურა.

Transfermakt-ის ინფორმაციით, ფოთის „კოლხეთი" მოთამაშის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს მიიღებს.

სერია A-ს გასულ სეზონში კვერნაძემ „ფროზინონეს" შემადგენლობაში 5 მატჩი ჩაატარა.

წყარო: goal.ge