საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით განვითარება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

ამის შესახებ კირცხალიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

„გასაკეთებელი ყოველთვის ბევრი იქნება, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომელიც ასე ვითარდება და ასე სწრაფად ვითარდება. ძალიან ბევრი იქნება ეკონომიკური განხრით და ვხედავთ, როგორ მუშაობს ჩვენი ეკონომიკური გუნდი და რა ინფრასტრუქტურული პროექტებია და რა მიღწევები აქვს ეკონომიკურ გუნდს მთავრობაში.

გადახედეთ, დღე არ გავა, რომ ახალი ხელშეკრულება, ახალი პარტნიორობა, ახალი ავიამიმოსვლა, საზღვაო კუთხით, საჰაერო კუთხით, Cargo-ს კუთხით, ყველა კუთხით, სარკინიგზო კუთხით, პორტები, აეროპორტები, მაგისტრალები და ა.შ. არ გვქონდეს. ვითარდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.