ტრანსპლანტაციის შესახებ მთავრობის სხდომაზე ახალი კანონპროექტი განიხილეს, რომელიც მთავრობამ მოიწონა და პარლამენტში ინიცირებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით,  აღნიშნული კანონპროექტი გულისხმობს ტრანსპლანტაციის მხრივ სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბებას.

„არსებული მონაცემებით ქვეყანაში წლის განმავლობაში ტარდება 30 ტრანსპლანტაცია, რაც ერთ მილიონ მოსახლეზე 10-ზე ნაკლებია, მაშინ როდესაც ევროპაში ერთ მილიონ მოსახლეზე დაახლოებით 80-მდე ტრანსპლანტაცია ტარდება. ახალი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ევროდირექტივების შესაბამისად მომზადდა აყალიბებს სრულყოფილ სისტემას იმისთვის, რომ მოხერხდეს დონორების რეგისტრაცია, ორგანოების შემოწმება, მიკვლევდობა, დროული რეაგირება, საერთაშორისო კავშირების გაძლიერება,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ, მისი თქმით საკანონმდებლო ჩარჩოს განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება პარლამენტში.