ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით სახელმწიფო მუშაობას აგრძელებს. მანამდე კი მთავრობის გადაწყვეტილებით აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების საჭიროებები სრულად იქნება დაფარული, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
„მუშაობა გაგრძელდება იმ მხრივ რომ ჩვენ მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოვახერხოთ ამ მედიკამენტის ქვეყანაში დანერგვა, მანამდე კი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების საჭიროებები, რომელზეც ეს წამალი პირდაპირ ზეგავლენას ვერ ახდენს, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული და ის სერვისები, რომელიც მათ სჭირდებათ, რეაბილიტაცია, ფსიქორეაბილიტცია და ა.შ სრულად იქნება დაფარული როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.