საქართველოში გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი ოთხივე გერმანული ფონდი „იძულებული გახდა, დროებით შეაჩეროს საქმიანობა“.

საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მოქმედი ოთხი გერმანული ფონდია:

კონრად ადენაუერის ფონდი - აფილირებული „გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ (CDU);

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - აფილირებული „გერმანიის თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთამ (FDP);

ჰაინრიხ ბიოლის ფონდი - აფილირებული „მწვანეებთან“;

ფრიდრიხ ებერტის ფონდი - აფილირებული „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიასთან“ (SPD).

მათგან ორმა, - ადენაუერისა და ნაუმანის ფონდებმა, - პირველ და ორ ოქტომბერს გამოაცხადეს, რომ საქართველოსი ოფისები დახურეს.

ელჩი ოთხივე ფონდზე საუბრობს

2 ოქტომბერს თბილისში, გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კი გერმანიის ახალმა ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა განაცხადა:

„ჩვენი ოთხივე პოლიტიკური ფონდი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს საქართველოსა და მის ხალხს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, იძულებული გახდა, დროებით შეეჩერებინა საქმიანობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო“.

ვრცლად: რადიო თავისუფლება