Financial Times-ის ცნობით, უნგრეთში დასასრულს უახლოვდება გამოძიება, რომელმაც შესაძლოა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ პირველი ოფიციალური ბრალდების წაყენება გამოიწვიოს.
გამოძიების დაწყების საფუძველი მარტში მომხდარი ინციდენტი გახდა, როდესაც უკრაინული ბანკის, „ოშჩადბანკის“ (Oschadbank) კუთვნილი, ნაღდი ფულის გადამზიდავი ავტომობილი გააჩერეს.
ადვოკატმა ლორანტ ჰორვატმა განაცხადა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ორბანთან დაკავშირებული გამოძიება შესაძლოა ოფიციალური ბრალდების წაყენების ეტაპზე გადავიდეს.
გამოცემის ინფორმაციით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბრალად ედება ავტომობილის გაჩერების შესახებ პირადი განკარგულების გაცემა, რათა შექმნილი სიტუაცია საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო პროცედურები უკვე დასკვნით ფაზაშია.