ოკუპირებული აფხაზეთის „მთავრობამ“ განაცხადა, რომ ბიუჯეტიდან პარტიების კორპორაციულ წვეულებებს აღარ დააფინანსებს.
არ არსებობს ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რა დაუჯდა ე.წ. სახელმწიფოს ეს ბანკეტები – ოფისში საკვების შეკვეთა და საჩუქრები, მაგრამ სოციალურ ქსელებში კარგად ინფორმირებული ადამიანები ამბობენ, რომ საუბარია 500 მილიონ რუბლზე (დაახლოებით $6 მლნ), რაც რეგიონის სტანდარტებით დიდი თანხაა.
სოხუმში ბევრმა საერთოდ არ იცოდა, რომ აქამდე ამ კორპორაციულ წვეულებებს ბიუჯეტიდან იხდიდნენ. და როცა გაიგეს – აღშფოთდნენ.
„ანუ მთელი ეს წლები „წვეულება“ ბიუჯეტის ხარჯზე იყო? ეს ინსპექტორებმა ვერ დაინახეს?”, - აცხადებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მუხლი 20-ის“ ლიდერი ასტამურ კაკალია.