გადაუღებელი წვიმის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გაგრაში წყალდიდობაა. ე.წ. საგანგებო სიტუაციების  სამინისტროს ინფორმაციით, დატბორილია ქუჩები და სახლები, დაზიანებულია მანქანები. ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

სტიქიის ზონაში მატარებლებისა და ელექტრომატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. ძლიერმა წვიმამ გაგრის სადგურიდან სარკინიგზო ლიანდაგი წაიღო.