დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში შესასვლელად 10-დღიანი „ვიზების“ აღება ეთნიკური ქართველებისთვის ორჯერ უფრო ძვირია 

აფხაზეთში მოსახვედრად „ვიზის“ აღება რთულია და რამდენიმეეტაპიან პროცედურას ითვალისწინებს. პროცედურა განსაკუთრებით რთულია ეთნიკური ქართველებისთვის.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხვედრის მსურველების რიცხვი არც ისე მცირეა, ჩასვლის სურვილი კი ძირითადად წინაპართა საფლავების ან ახლო ნათესავების მონახულებას უკავშირდება.