სერ ისააკ ნიუტონი, რომელმაც მსოფლიო მიზიდულობის კანონი აღმოაჩინა, 1704 წლით დათარიღებულ წერილში წერდა, რომ ის სამყარო, რომელსაც ჩვენ ახლა ვიცნობთ 2060 წელს დასრულდება, - წერს Dailymail-ი.
300-ზე მეტი წლის წინ ნიუტონმა ეს გაფრთხილება მათემატიკური გამოთვლების წერილის თავზე დაწერა.
ნიუტონმა გამოიყენა მათემატიკა და ბიბლიური ისტორიის თარიღები, რათა ეს თარიღი გამოეანგარიშებინა. მან დანიელ წინასწარმეტყველის წიგნზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ კაცობრიობა კარლოს დიდის მიერ, 800 წელს შექმნილი იმპერიის შემდეგ კიდევ 1260 წელი იარსებებდა. ასე მიიღო მან 2060 წელი.
„ის [სამყარო] შესაძლოა დასრულდეს უფრო გვიან, მაგრამ მე ვერ ვხედავ იმის მიზეზს, რომ ის დასრულდეს უფრო ადრე“, - წერია წერილში.
მეცნიერების თქმით, ნიუტონისთვის არ არსებობდა განუსაზღვრელი ბარიერი რელიგიასა და მეცნიერებას შორის. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ის შრომობდა იმისთვის, რათა ღვთაებრივი ჭეშმარიტება აღმოეჩინა იქნებოდა ეს ბუნებაში, თუ წმიდა წერილში.
წყარო: imedinews.ge