ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2022 წლის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 2,2 მილიარდი ადამიანია დაავადებული ახლო ან შორსმხედველობი. მათი უმეტესობა 50 წელზე ზემოთაა. თუმცა, ნებისმიერი ასაკის ადამიანს აღენიშნება რეფრაქციული ანომალიები. ჯანმო იმასაც წერს, რომ მხედველობის დაქვეითების ძირითადი მიზეზები რეფრაქციული ანომალიებისა და კატარაქტას არასათანადო და დაგვიანებული მკურნალობაა, ამიტომ მათ დროულ და კვალიფიციურ მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგის, მაია საგინაშვილის თქმით, „მხედველობის ჰიგიენა“ და ოფთალმოლოგთან გეგმური კონსულტაციები გადამწყვეტ როლს ასრულებს რეფრაქციული ანომალიების დროული აღმოჩენსა და მკურნალობაში.

„კომერსანტი“ მაია საგინაშვილის რეფრაქციულ პათოლოგიების, მათი პრევენციისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ ესაუბრა.

 

რა არის რეფრაქცია და რა იგულისხმება რეფრაქციულ პათოლოგიებში?

მაია საგინაშვილი, ოფთალმოლოგი: კლინიკური რეფრაქცია არის თვალის ოპტიკური აპარატის გარდამტეხი ძალისა და თავის წინა-უკანა მონაკვეთის სიგრძის თანაფარდობა. გარდამტეხი აპარატი თვალის წინა მონაკვეთშია მოთავსებული და მასზე დაცემულ სინათლის სხივს იმგვარად გარდატეხს, რომ გამოსახულება ფოკუსირდება ბადურა გარსის ცენტრში. მათი გარდატეხის ძალა ისე უნდა შეესაბამებოდეს თვალის სიგრძეს, რომ დაცემული სინათლის სხივის გარდატეხა და ფოკუსირება ბადურა გარსის ცენტრშიხდებოდეს. ასეთ იდეალურ შესაბამისობას ეწოდება ემეტროპია. ამ ზემოთ აღნიშნული თანაფარდობის დარღვევის შემთხვევაში საქმე გვაქვს რეფრაქციის ანომალიებთან, ანუ ამეტროპიასთან, რომელთა სახეებია: მიოპია, ანუ ახლო მხედველობა, ჰიპერმეტროპია - შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი და ასაკობრივად გამოვლენილი რეფრაქციული პათოლოგია - პრესბიოპია.

მიოპია, ანუ ახლომხედველობა არის ისეთ რეფრაქცია, როცა გამოსახულება ფოკუსირდება ბადურა გარსის წინ; ჰიპერმეტროპიის დროს ფოკუსი განლაგდება ბადურა გარსის უკან; ასტიგმატიზმი განპირობებულია რქოვანას, თვალის წინა ზედაპირის არაერთგვაროვნებით, სიმრუდის თვალსაზრისით. ამ დროს გარდატეხილი სინათლის მკაფიო ფოკუსი ვერ მიიღება, რაც განაპირობებს მხედველობითი სიმკვეთრის დაქვეითებას; რაც შეეხება პრესიოპიას, ეს არის ასაკობრივად განვითარებული ანომალია, რომელიც ძირითადად 40 წლის შემდეგ ვითარდება. ამ დროს ლის კაკლის უნარი მკაფიოდ დაინახოს ახლო მანძილზე ქვეითდება და პაციენტს თანდათან უუარესდება ახლო მანძილზე მხედველობა.

 

რა არის რეფრაქციულ პათოლოგიების ჩამოყალიბების მიზეზი და რა როლს თამაშობს მემკვიდრეობა და ეკრანდამოკიდებულება და ამ გართულებების სხვა რა მაპროვოცირებელი ფაქტორები არსებობს?

რეფრაქციული პათოლოგიების განვითარების მიზეზი შესაძლოა იყოს გენეტიკური წინასწარგანწყობა. თუმცა, გენეტიკა 100%-ით არ ნიშნავს, რომ პაციენტს გამოუვლინდება ის რეფრაქციული ანომალია, რომელიც მის მშობლებს აქვთ. შესაძლებელია, რომ გამომწვევი მიზეზი იყოს თვალის კაკლის სტრუქტურების დაზიანება სხვადასხვა ტრავმის ან დაავადებების გამო, აგრეთვე მხედველობითი დატვირთვა ახლო მანძილზე, კომპიუტერთან ან გაჯეტებთან მუშაობა. განსაკუთრებით ბავშვთა და მოზარდობის ასაკში ეს განაპირობებს აკომოდაციის დარღვევებს და იწვევს მიოპიის, ახლომხედველობის გაჩენას.

 

ბავშვთა ასაკში როგორ ვითარდება რეფრაქცია და რა რისკები არსებობს?

ჩვილებში ნორმალურად ითვლება დაბალი ხარისხის ჰიპერმეტროპია, ანუ შორსმხედველობა, რაც განპირობებულია თვალის კაკლის მცირე ზომით. ამ დროს მოკლეა წინა-უკანა ღერძი. 3-4 წლამდე ეს ნორმად ითვლება. ზრდის პარალელურად, ჰიპერმეტროპიის ხარისხი კლებულობს და ნორმალურ ზომას უახლოვდება. ახლომხედველობა ხშირად დღენაკლულ და იშვიათად დროულ ახალშობილებში გვხდება; თანდაყოლილი მიოპია თითქმის ყოველთვის მაღალი ხარისხისაა და მხედველობის ფუნქციების მკვეთრ გაუარესებას იწვევს. ზოგადად, მიოპია მოზარდებში უფრო ხშირად გვხდება და ახალი შემთხვევების გამოვლინება მაქსიმუმს 20 წლამდე ასაკში აღწევს; ასტიგმატიზმი თავს იჩენს მცირე ასაკშივე; პრესბიოპია ანუ ასაკობრივი რეფრაქციული პათოლოგია (ახლო მანძილზე მკაფიო მხედველობის დაქვეითება) 40 წლის ზევით ჩნდება.

 

ბავშვებში და უფროსებში რა ჩივილებით მოდიან პაციენტები?

რეფრაქციული ანომალიებით პაციენტები ჩივილები, ასაკის მიხედვით, ძირითადად მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითებას უკავშირდება. ბავშვებში, როცა საქმე გვაქვს ახლო მხედველობასთან, ამას ძირითადად მშობლები ამჩნევენ. ამბობენ, რომ ბავშვმა თვალების მოჭუტვა დაიწყო, ახლოს მიდის ტელევიზორთან, ვერ ხედავს დაფაზე რა წერია და ა.შ. რაც შეეხება ჰიპერმეტროპიას და ასტიგმატიზმს, ეს ძირითადად უფრო თანდაყოლილი რეფრაქციული ანომალიებია, დაბადებიდანვე აქვს ბავშვს. ამიტომ, ასეთ ბავშვები არ ჩივიან, თვლიან, რომ ნორმალური მხედველობა ასეთია. ანომალიას ერთ-ერთი მორიგი კონსულტაციის დროსაღმოვაჩენთ, როცა დედა იმის გასარკვევად მოგვმართავს, მხედველობასთან დაკავშირებით რამე დარღვევა ხომ არ აქვს მის შვილს. რაც შეეხება მოზრდილ პაციენტებს, ისინი ჩივიან, რომ გაუჭირდათ ახლო მანძილზე კითხვა და ტექსტის უკეთ დასანახად ტექსტის უფრო შორს გაწევა უწევთ.

 

თვალებიდან ცრემლდენა და თვალებში სიწითლე არის დაკავშირებული რეფრაქციულ ანომალიასთან?

ეს რეფრაქციულ ანომალიასთან დაკავშირებული ჩივილი არ არის. ეს თვალის წინა ზედაპირის გაღიზიანებით გამოწვეული მოვლენ, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს ანთებით, ალერგიით, თვალის სიმშრალით ან ისეთი გარე ფაქტორების ზემოქმედებით, როგორებიცაა - ქიმიური აგენტი, მზის ძლიერი გამოსხივება და ეკრანთან ხანგრძლივი ჯდომა. რეფრაქციული ანომალია წვას და ცრემლდენას არ იწვევს.

 

რა პრევენციული ღონისძიებები არსებობს რეფრაქციული პათოლოგიების თავიდან ასაცილებლად და გართულებებისგან თავის ასარიდებლად?

ნებისმიერი რეფრაქციული პათოლოგიის პრევენცია არის ექიმთან გეგმური ვიზიტ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რაიმე პრობლემას ამჩნევს, თუ არა, მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვმა წელიწადში ერთხელოფთალმოლოგთან კონსულტაცია გაიაროს. პრობლემის არსებობა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. ამას გარდა, პრევენცია არის ის, რომ ბავშვები მაქსიმალურად იყვნენ მოშორებული გაჯეტებს, ტელეფონს, პლანშეტს, კომპიუტერს, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ სუფთა ჰერზე.

მხედველობის ჰიგიენა მოზრდილებმაც უნდა დაიცვან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც დღის დიდი მონაკვეთის მონიტორთან გატარება უწევს. მათ სისტემატურად უნდა იხმარონ თვალის დამატენიანებელი წვეთები, რომელსაც სხვადასხვა მოქმედების მექანიზმი გააჩნია. თითქოს ყველას დამატენიანებელი ჰქვია, მაგრამ გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე, რომელი პრეპარატი აირჩიოს, ამას ექიმი გადაწყვეტს.

 

რა მნიშვნელობა აქვს რეფრაქციული ანომალიების ადრეულ გამოვლენას და მკურნალობას?

რეფრაქციული ანომალიები არ წარმოადგენს დაავადებას, ეს არის ოპტიკური ნაკლი. ამიტომ, მათ მკურნალობა, პირველ რიგში, გულისხმობს მხედველობისკორექციას. ეს უნდა მოხდეს სათვალით, კონტაქტური ლინზით, მოზრდილებში - გამოვიყენებთ ქირურგიულ ჩარევასაც.

ბავშვთა ასაკში რეფრაქციული ანომალიების თანმიმდევრული მკურნალობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვის მხედველობის ანალიზატორი სრულყოფილად ჩამოყალიბდეს. მხედველობის ანალიზატორი მარტო თვალი არის. თვალი არის პერიფერიული ნაწილი, ხოლო მის მიერ დანახული გამოსახულების აღქმა უკვე თავის ტვინში ხორციელდება, მთლიანად ეს - დანახვის და აღქმის ერთობლიობა მხედველობის ანალიზს წარმოადგენს და ის, რომ სრულყოფილად განვითარდეს გამოსახულების აღქმა, ბავშვობის ასაკში უნდა მოხდეს რეფრაქციული ანომალიის დროული აღმოჩენა და მკურნალობა.წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ მხედველობის დაქვეითება, ზარმაცი თვალი, განვითარდეს სიელმე, ასევე არ განვითარდეს მოცულობითი, სივრცითი მხედველობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებასა და პროფესიის არჩევაში.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ რეფრაქციული ანომალიების მკურნალობის რა თანამედროვე მეთოდები გაქვთ?

რეფრაქციული ანომალიების მკურნალობის თვალსაზრისით, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ წარმოდგენილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით. რეფრაქციის დასტაბილურების და ზრდის დამთავრების შემდეგ, შესაძლებელი ხდება რეფრაქციული ანომალიების ექსიმერ-ლაზერული კორექცია. „ნიუ ჰოსპიტალსი“ აღჭურვილია ZEISS-ის ექსიმერული ლაზერი MEL 90, რომლითაც ხორციელდება ოპტიმიზირებული და პერსონიფიცირებული რეფრაქციული ქირურგია. ექსიმერ-ლაზერული კორექცია არის ხანმოკლე და სრულიად უმტკივნეულო ჩარევა, რამდენიმე წამი მუშაობს ლაზერი და პაციენტი საოპერაციოდან უსათვალოდ გამოდის.

თვალის წინა მონაკვეთის ანატომიიდან გამომდინარე, ზოგჯერ ვერ ხერხდება ყველა რეფრაქციული ანომალიის ექსიმერ-ლაზერული კორექცია. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია თვალში ლინზის იმპლანტაცია. ქირურგიული ჩარევა ხორციელდება უმცირესი განაკვეთით და ამ ლინზის თვალში ჩანერგვით ქირურგიული ჩარევა არის სრულიად უსაფრთხო და ვაღწევთ ძალიან მაღალი ამეტროპიების, ანუ რეცეფციული მანკების კორექციას. კლინიკაში, ზრდასრულ პაციენტებში, 45 წლის ზემოთ, სათვალის მოხსნის მიზნით ხორციელდება ბროლის შეცვლის რეფრაქციული ოპერაციები.