NASA დე­და­მი­წის მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლებს, რომ მზის მიმ­დი­ნა­რე აქ­ტი­ვო­ბა ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის მიერ ნა­ვა­რუ­დევ პროგ­ნო­ზებს, რის გა­მოც მის ზე­და­პირ­ზე მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბე­ბის, ქა­რიშ­ხლე­ბი­სა და კოს­მო­სურ ამინ­დთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა მოვ­ლე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად იზ­რდე­ბა.

რო­გორც წესი, მზის აქ­ტი­ვო­ბა11-წლი­ან ციკლს მო­ი­ცავს და მისი ბოლო აქ­ტი­ვო­ბა 1980- წლი­დან 2008 წლამ­დე თან­და­თან მცირ­დე­ბო­და, მკვლე­ვა­რე­ბი ელოდ­ნენ, რომ ეს ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­დე­ბო­და თუმ­ცა, აშშ-ის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს ახალ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ 2008 წლი­დან მზე სულ უფრო აქ­ტი­უ­რი ხდე­ბა.

"ყვე­ლა ნი­შა­ნი იმა­ზე მი­უ­თი­თებ­და, რომ მზე ხან­გრძლი­ვი, და­ბა­ლი აქ­ტი­ვო­ბის ფა­ზა­ში შე­დი­ო­და" – გა­ნა­ცხა­და მკვლე­ვარ­მა ჯე­ი­მი ჯა­სინ­სკიმ, რო­მე­ლიც NASA-ს რე­აქ­ტი­ულ ძრა­ვა­თა ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლობს. "ამი­ტო­მაც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ამ ტენ­დენ­ცი­ის შე­მობ­რუ­ნე­ბა. მზე ნელ-ნელა იღ­ვი­ძებს".

  • მზის აქ­ტი­ვო­ბის ზრდის ერთ-ერთი მთა­ვა­რი შე­დე­გი დე­და­მი­წა­ზე კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სის­ტე­მე­ბის შე­ფერ­ხე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ვარ­სკვლა­ვის ზე­და­პირ­ზე კო­რო­ნა­ლუ­რი მა­სის ამოფრქვე­ვე­ბი (CME) და აფეთ­ქე­ბე­ბი, რა­დი­ო­კავ­ში­რის შე­ფერ­ხე­ბას და სა­ტე­ლი­ტე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვე­ვენ, რა­საც GPS-ის შეც­დო­მე­ბი და ელექტრო­ქ­სე­ლე­ბის ავა­რი­ე­ბი მოჰ­ყვე­ბა.

მზის მიერ ამ მოვ­ლე­ნე­ბის დროს გა­მო­ყო­ფი­ლი და­მუხ­ტუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­რო­სა და მაგ­ნი­ტურ ველს არ­ღვე­ვენ, რის შე­დე­გა­დაც დე­და­მი­წის ჩრდი­ლო­ე­თი­სა და სამ­ხრეთ­ში, ცაში, ძლი­ე­რი ნა­თე­ბე­ბი (ავ­რო­რე­ბი) ფიქ­სირ­დე­ბა.

ას­ტრო­ნო­მე­ბი მზის აქ­ტი­ვო­ბას 1600-იანი წლე­ბი­დან აკ­ვირ­დე­ბი­ან. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე, ხან­გრძლი­ვი ანო­მა­ლი­უ­რი პე­რი­ო­დი 1790-1830 წლებ­ში და­ფიქ­სირ­და, რის გან­მა­ლო­ბა­ში მნა­თო­ბი “ჩა­ჩუმ­და “თუმ­ცა ჩვენ დღემ­დე და­ნამ­დვი­ლე­ბით არ ვი­ცით, რა­ტომ შე­ვი­და 1790 წლი­დან მზე 40-წლი­ან აქ­ტი­ვო­ბის მი­ნი­მუმ­ში“ აცხა­დებს დოქ­ტო­რი ჯა­სინ­სკი.

წყა­რო: ambebi.ge