დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარი ღვარცოფების სიას ავრცელებს.
„მყინვარული ღვარცოფები საქართველოში, უახლოესი ისტორიიდან:თვეები შეიძლება შემეშალოს, შემისწორეთ.
2017 წლის მესტია-ჭალა (ზაფხული). ჰესი რომ მიასკუპეს მყინვარულ მდინარეს და რომ დაღუნა და მოსპო!
2018 წლის ჰოკრილა (ზაფხული), ჭუბერის ხეობაში!
2019 წლის ისევ მესტია-ჭალა 20-ტონიანი ლოდებით ჰესის მილები რომ დაჭყლიტა.
2023 წლის ბუბას მყინვარული მდინარე, რაჭა, ისევ ზაფხული.
გლობალური დათბობაა! ეს მარტო მყინვარული მდინარეები. აღარ ვლაპარაკობ 2014 წლის დევდორაკზე და 2015 წლის ვერე ღვარცოფი და მეწყერი. ჭკუას როდის ვსწავლობთ?!“, - აღნიშნავს თეა გოდოლაძე.