მწერლებისა და გამომცემლების პროტესტს კინემატოგრაფისტები უერთდებიან და განცხადებას ავრცელებენ. 

„კინემატოგრაფისტების მოძრაობა უერთდება ქართველი მწერლების პროტესტს: დაუმორჩილებლობა კულტურის სამინისტროს რეპრესიულ, ანტიდემოკრატიულ და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას!

ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე კულტურის ყველა დარჩენილი ინსტიტუციის მიზანმიმართული მოშლის მცდელობისა და მმართველების ერთპიროვნული ხელდასხმის. 

არ დავუშვებთ კულტურის მიტაცებას, ცენზურის ნორმალიზებას და საბჭოთა ტიპის რეპრესიების დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ და ვიქნებით ერთიანი და უკომპრომისო! ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია“, - აღნიშნულია განცხადებაში.