Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორი, გოგი ქავთარაძე, Black Sea Arena-სა და მთავრობის  პროექტს ეხმაურება, რომლის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა პოპულარული ჯგუფისა და შემსრულებლის კონცერტი გაიმართება. გოგი ქავთარაძის თქმით მსგავსი ქმედებებით მთავრობა ძირავს კერძო ფესტივალების ბიზნესს.

„თან პროტესტი, ჯენზიობა და ათასი თესლობა გვინდა, თან მთავრობის მიერ ჩვენი ფულით ჩამოყვანილ ბენდებში 250-500 ლარის გადახდაზე წუწუნი - ოღონდ მაინც ვიხდით, გემოვნებაში თუ ჩაჯდა გარდა იმისა, რო სრული სიმახინჯე და სიგიჟეა სახელმწიფოს ორგანიზებული კონცერტები ნებისმიერ ქვეყანაში (ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანაში კი უბრალოდ დანაშაულია), არავინ არაფერს ამბობს, რას უშვრება კოლექტიური ირაკლიღარიბაშვილი ამ კონკრეტულ ბაზარს და როგორ გვიჭირს ბიძინასთან კონკურენცია კერძო ბიზნესს და სამწუხაროდ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არანაირი მხარდაჭერა არ წამიკითხავს კერძო ფესტივალების. მხოლოდ იმას ვარჩევთ, ქილერსი კარგი ბენდია თუ არა. ჩვენც ვიცით, რომ არსებობენ უკეთესი არტისტები, ვიდრე ჩამოგვყავს, მაგრამ ვერ ვუმკლავდებით. ირაკლი მეტს უხდის. ჩვენი საყვარელი მთავრობა კი, ისევ ჩვენი საყვარელი მოქალაქეების დახმარებით, გვძირავს.

ვერ ჩაგვძირავს, იმიტომ რომ ოფენ ეარი (და სხვა ფესტივალებიც) გაუძლებს ამ რეგვენებს. music breaks free და რამე,“- წერს გოგი ქავთარაძე.