2026 წლის აპრილში ხორცის ფასების ინდექსი 129.4 პუნქტამდე გაიზარდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. მარტთან შედარებით ხორცის ფასები 1.2%-ით, ხოლო წლიურად 6.4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ბოლო ანგარიშში.
ფასის ზრდა ფიქსირდება ხორცის თითქმის ყველა კატეგორიაში, გარდა ცხვრისა.
ყველაზე მეტად გაძვირდა საქონლის და ქათმის ხორცი. ამ პროდუქტებზე ფასების ზრდაზე ყველაზე მეტად ბრაზილიაში საქონლის გაძვირებამ იმოქმედა, რაც თავის მხრივ, გამოწვეულია მარაგების შემცირებით და ძლიერი საერთაშორისო მოთხოვნით.
ღორის ხორცის ფასები კი გაიზარდა ევროკავშირში სეზონური მოთხოვნის ზრდის ფონზე.