მსოფლიოში ტექნოლოგიური პროგრესისა და ხელოვნური ინტელექტის თემის გააქტიურების ფონზე, შესაძლოა სამომავლოდ რა? სად? როდის? კლუბში მოთამაშეებს ხელოვნურ ინტელექტთან მოუწიოთ თამაში.

როგორც ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის პრეზიდენტმა გიორგი მოსიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ განაცხადა, შესაძლოა სამომავლოდ სეზონი გახსნას გადაცემამ, სადაც ტელემაყურებლები ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ ითამაშებენ.

„ახლა მომივიდა იდეა, რომ სეზონი გახსნას ხოლმე გადაცემამ, სადაც ტელემაყურებლები ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ ითამაშებენ. შეძლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი გამოიცნოს ის კითხვები, რასაც პასუხობს გიორგი ბაქრაძე? სამუშაოა ამ მიმართულებით არის და უნდა დავიწყოთ. ან კიდევ უფრო საინტერესო იქნება, გიორგი ბაქრაძე ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ.