საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნას განაგრძობს. ამჯერად extra.ge-სთან პარტნიორობით, 10 დეკემბერს ყველა ის მომხმარებელი, რომელიც პირველად ისარგებლებს ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდით, პლატფორმაზე განხორციელებულ ნებისმიერ შენაძენზე 30%-იან ქეშბექს (მაქსიმუმ 150 ლარს) მიიღებს.

შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც  ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდით აქამდე არცერთ არხში უსარგებლიათ.

რა არის ნაწილ-ნაწილ გადახდა?

ეს ონლაინ გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს სასურველი ნივთი და მისი ღირებულება ზუსტად 4 თანაბარ ნაწილად დამატებითი ხარჯის გარეშე(ეფექტური 0%) დაფაროს.

როგორ გამოვიყენოთ ნაწილ-ნაწილ გადახდა extra.ge-ზე?

პროცესი მარტივია:

  • დაამატეთ სასურველი ნივთ(ებ)ი კალათაში extra.ge-ზე;
  • ყიდვისას გადახდის მეთოდებში აირჩიეთ „ნაწილ-ნაწილ გადახდა“;
  • გაიარეთ ავტორიზაცია მობილბანკში ან ინტერნეტბანკში;
  • დაასრულეთ პროცესი extra.ge-ს პლატფორმაზე.

ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.