თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში 6 მიმართულებით 19 ფრენა გაუქმდა. ამ დროის მონაცემებით, ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმებისა და თეირანის საპასუხო ნაბიჯების ფონზე, თბილისის აეროპორტიდან 16 ფრენაა გაუქმებული
აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, ან დროისთვის, თბილისის აეროპორტიდან შემდეგი მიმართულებებით დაგეგმილი ფრენები აღარ შესრულდება:
- თელ-ავივი - 8 რეისი;
- დოჰა - 1 რეისი;
- დუბაი - 3 რეისი;
- შარჟა - 2 რეისი;
- აბუ-დაბი - 1 რეისი;
- თეირანი - 1 რეისი.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, იქიდან ისრაელის მიმართულებით დაგეგმილი 3 ავიარეისია გაუქმებულია.
რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული მიმართულებებით რეგულარული ფრენები არ სრულდება, შესაბამისად ცვლილებები არ შეხებია მათ რეისებს.