ამერიკელი მილიარდერის, უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-მ, 2025 წელს წმინდა მოგება 25%-ით, 67 მილიარდ დოლარამდე შეამცირა. ოპერაციული მოგება 6%-ით, 44.5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

2025 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის წმინდა შემოსავალმა 19.2 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ 13,349 აშშ დოლარი A კლასის აქციაზე შეადგინა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 19.69 მილიარდ აშშ დოლარს (13,695 აშშ დოლარი აქციაზე) შეადგენდა.

Berkshire-ის საინვესტიციო შემოსავალი კვარტალში 5.167 მილიარდი დოლარიდან 13.494 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. აშშ-ის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების თანახმად, ეს მაჩვენებელი ითვალისწინებს კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულების ცვლილებებს და, შესაბამისად, დიდწილად დამოკიდებულია ბაზრის რყევებზე.

ვრცლად interfax – ზე