ნავთობის ფასები კვლავ იზრდება ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, რამაც სერიოზული შეშფოთება გამოიწვია რეგიონიდან საწვავის მიწოდების შეფერხებებთან დაკავშირებით.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის მაისის ფიუჩერსები 5.81 დოლარით (7.97%-ით) გაიზარდა და ბარელზე 78.68 დოლარი შეადგინა. ვაჭრობის დროს ფასმა გასული ზაფხულის შემდეგ პირველად გადააჭარბა 80 დოლარს ბარელზე.
აპრილის WTI-ის ფიუჩერსები NYMEX-ზე 5.27 დოლარით (7.83%-ით) გაიზარდა და ბარელზე 72.27 დოლარი შეადგინა.