მეცნიერები დინოზავრების ძვლების შესწავლას განაგრძობენ. მათ უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს. როგორც აღმოჩნდა, რბილი ქსოვილები მილიონობით წლის განმავლობაში ინახება, - ნათქვამია Interesting Engineering-ში.
კვლევის დროს, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექვსი დინოზავრის ძვლების ანალიზი ჩაატარეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დინოზავრების ძვლები დანალექ ქანებში შემოინახა, რომელთა ასაკი 65-დან 80 მილიონ წლამდეა.
„მუშაობის დროს ჩვენ რამდენიმე ჰიპოთეზის შემოწმება გვინდოდა. პირველი - შევძლებდით თუ არა ამ ქსოვილების ამოღებას დინოზავრების სხვადასხვა სახეობის ძვლებიდან“, - განაცხადა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა მერი შვეიცერმა.
მთავარი და ყველაზე რთული საკითხი კი მდგომარეობდა იმაში, თუ როგორ უნდა გაერჩიათ მეცნიერებს რეალური ქსოვილები (სისხლძარღვები) ბაქტერიებისგან, სოკოსგან ან სხვა დამაბინძურებლებისგან. ამისათვის მათ ანალიტიკური ინსტრუმენტები გამოიყენეს.
ელექტრონული მიკროსკოპიისა და ნანოკომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით მეცნიერებმა შეაფასეს სისხლძარღვების მიკროსტრუქტურა მაღალი გარჩევადობით. ამის შემდეგ მეცნიერებმა შეძლეს ქიმიურ დონეზე გაერჩიათ ქსოვილები მოლეკულური დიაგნოსტიკის მეშვეობით.
„იმის გამო, რომ ჩვენ არ გვყავს ცოცხალი [დინოზავრი], რომელსაც შევადარებდით შედეგებს, ჩვენ გამოვიყენეთ სირაქლემები, რომლებიც დინოზავრების ყველაზე ახლო ნათესავები არიან“, - აღნიშნა შვეიცერმა და დაამატა, რომ კვლევის შედეგები გასაოცარი აღმოჩნდა.
მათ შეძლეს მოეპოვებინათ სისხლძარღვები ექვსივე დინოზავრის ძვლოვანი მასალის ნიმუშებიდან. ასევე მათ აღმოაჩინეს პეპტიდები და ცილა, რომლებსაც არ ჰქონდათ მიკრობული წარმოშობა. ეს აძლევს საშუალებას მეცნიერებს ივარაუდონ, რომ ისინი დინოზავრების ნაშთებს მიეკუთვნებიან.
წყარო: imedinews.ge