მარტვილის კანიონის ტერიტორიაზე, მდინარე აბაშაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა დღეს მოხდა. მოზარდის ცხედარი უკვე ნაპოვნია და ექსპერტიზაზეა გადასვენებული. დაღუპული მოზარდი სენაკიდანაა და ის გაჭედილას ჩანჩქერთან საბანაოდ იყო ჩასული.
მაშველებმა მოზარდის ცხედარი სოფელ გაჭერილში იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.