ლევან იოსელიანი დიდ სკანდალში გაეხვა. ხალხი ომბუდსმენის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს. სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფის თავშესაფრის ადგილმდებარეობა გათქვა, რითაც, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების და ქალების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.
საზოგადოების ვნებათაღელვის შემდეგ იოსელიანის სოცმედიიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ გვერდიდან ომბუდსმენის ინტერვიუ გაქრა, თუმცა მსხვერპლი ხალხის პოტენცური მოძალადეების პირისპირ დაუცველად დატოვების შემდეგ დღის წესრიგში იოსელიანის გადადგომის მოთხოვნა დადგა.
უფლაბდამცველები პირდაპირ ამბობენ, რომ იოსელიანის განცხადება დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.
"ლევან იოსელიანი, ჩემი აზრით, უნდა გადადგეს. ეს ადამიანი არ არის სახალხო დამცველი, ის არის ყველაზზე არასახალხო დამცველი. უფრო მეტი ცუდი მოაქვს მას ამ თანამდებობაზე ყოფნით, ვიდრე სსიკეთე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სახალხო დამცველის დამხარება სჭირდებათ. ამ ინტერვიუში მარტო ის არ იყო პრობლემა, რაზეც ეს ამბავი ატყდა სამართლიანად, მან ძალიან ბევრი ადმაიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე იმ კომენტარით, რა კომენტარიც გააკეთა. დემონსტრირება იყო იმის, რომ ამ ადამიანს საერთოდ ადამიანის უფლებების დაცვის არ სწამს. მან მეტადონის პროგრამაში ჩართული ადამიანები მოიხსენია ისე, რომ მათ სტიგმატიზირებას შეუწყო ხელი", - ამბობს „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი.
ამავე აზრს იზიარებს იურისტი ნიკა სიმონიშვილიც. ის მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, ადამიანებს, რომლებსაც იოსელიანის განცხადების გამო საფრთხე შეექმნათ, სასწრაფოდ უსაფრთხო გარემოში გადაიყვანოს.
"ლევან იოსელიანმა თავისი განცხადებით ძალიან ბევრ მოწყვლად ადამიანის შეუქმნა საფრთხე. აქ ორი რაღაც არის მნიშვნელოვანი: ერთი ის, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ იაზრებს და ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც არის ორჯერ ორი ოთხია, რომ სახალხო დამცველმა არ უნდა გააკეთოს. თვითონვე უნდა ხვდებოდეს ეს ადამიანი, რომ ამ თანამდებობაზე არ უნდა იყოს და უნდა ტოვებდეს ამ თანამდებობას. ეს უკვე პოლიტიკური საკითხი აღარ არის. ადამიანბს თავისი განცხადებით და ქმედებებით საფრთხეს უქმნის და ეს ადამიანი თანამდებობას უკვე აღარ უნდა იკავდებდეს. მეორე არის, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ დროულად უნდა გაატაროს ღონისძიებები ლევან იოსელიანისგან ზიანმიყენებული და საფრთხეშექმნილი ადამიანებისთვის სასწრაფოდ უსაფრთხო გარემო უნდა იპოვოს," - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.
პროფესორი ნინო ლაფიაშვილიც მიიჩნევს, რომ ლევან იოსელიანი, რომელმაც საზმაუს ეთერში თრეფიკინგის მსხვერპლთა ადგილსამყოფელი გათქვა, უნდა გადადგეს. ლაფიშვილი, რომელიც წლების წინ შსს-ში მუშაობდა, ამბობს, რომ მსგავის ინფორმაციის გასაჯაროება დანაშაულია და ამიტომ საქმეზე გამოძიების დაწყებაა საჭირო. მისი თქმით, ასევე საჭიროა, მსხვერპლები უსაფრთხო ადგილას იყვნენ გადაყვანილები, რადგან ამგვარ დანაშაულში ჩართული კრიმინალები მათ მოსაძებნად ყველანაირ ინფორმაციას იყენებენ.
"ტრანსნაციონალურ, ორგანიზებულ დანაშაულში ჩაბმული კრიმინალები, როგორც წესი, არიან ძალიან ვერაგები და ჭკვიანები. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ასეთ სენსიტიურ საკითხზე გაიცემა, მათთვის უკვე არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ დაიწყონ მოკვლევა და მოძიება მსხვერპლებისა და მოწმეების. იოსელიანი უნდა გადადგეს, იმიტომ, რომ მთლიანი ტრეფიკინგის რეფორმა დააყენა საფრთხის წინაშე. აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, რასთან გვქონდა საქმე. აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა ადგილზე მოხდეს სასწრაფოდ ტრეფიკინგის მსხვერპლთა გადაყვანა.
2006-2007 წელს, როცა ვატარებდით ამ რეფორმას, შსს მხრიდან, კონკრეტულად ჩემი მხრიდან მინისტრის პროექტის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა ბაზაზე ხელმისაწვდომობა ჰქონოდა მხოლოდ შს მინისტრს და მთავარ პროკურორს. ძალიან სენსიტიური ინფორმაციაა და ეს არის ტრეფიკინგის რეფორმის ერთ-ერთი ქვაკუთხედი," - ამბობს ნინო ლაფიაშვილი.
წყარო: tv pirveli