საქართველოს დერეფანში ტრაილერების რაოდენობაც შემცირებული და ბიუჯეტში მათ მიერ გადახდილი თანხაც.

2025 წლის 10 თვეში საქართველოს დერეფანი 405 196-მა სატვირთომ გადაკვეთა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 426 662-მა ტრაილერმა. გამოდის, წელს, ქვეყნის საზღვარი 21 466 ტრაილერით ნაკლებმა გადაკვეთა.

როგორც ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები (კონსოლიდაციის გარეშე) აჩვენებს, წელს იანვარ-ოქტომბერში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან ხაზინაში 141 818 670 ლარია შესული, ხოლო 2024 წლის 10 თვეში 149 331 907 ლარი აკუმულირდა.

გამოდის, რომ ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, ერთწლიან ჭრილში, ანუ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 7.5 მლნ ლარითაა შემცირებული.

შეგახსენებთ, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 2022 წლის 20 ივლისიდან დღემდე 350 ლარუია. 2022 წლის ზაფხულამდე გადამზიდავ მძღოლებისთვის დაწესებული გზათსაერგებლობის გადასახადი 200 ლარი იყო.