კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, კვებითი მომსახურების სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, საკითხის შესწავლა დაიწყო.
საკითხი ეხება 11 მოვაჭრის მიერ კაფე-ბარებში მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას.
„ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ წერილის საფუძველზე, საცნობარო(კვების) მენიუ შედგენილია და მომხმარებელს არასახელმწიფო ენაზე მიეწოდება. შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში ასევე დასტურდება, რომ კვების ობიექტებში სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, ხშირად, მომხმარებლებს ქართულ ენაზე მომსახურების გაწევაზე უარს ეუბნებიან.
მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ სავაჭრო ობიექტების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს“, - აღნიშნულია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
კონკურენციის ეროვნული სააგენტო, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საკითხის შესწავლას იწყებს კონკრეტული მომართვის შემთხვევაში, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის ქმედების შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლება და მათ ინტერესს ადგება ან შესაძლოა მიადგეს ზიანი.