2025 წლის ბოლოსთვის ნავთობის  გლობალურმა მარაგებმა 1.573 ტრილიონ ბარელს მიაღწია, რაც წლიურად 7.3 მილიარდი ბარელით გაზრდილი მაჩვენებელია – ამის შესახებ ნათქვამია OPEC-ის ყოველწლიურ ბიულეტენში.

ძირითადი ზრდა ჩინეთმა უზრუნველყო, რომლის მარაგებიც წლის განმავლობაში 6.3 მილიარდი ბარელით გაიზარდა და 34.47 მილიარდ ბარელს მიაღწია.

ახლო აღმოსავლეთში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1.8 მილიარდი ბარელით გაიზარდა და 873.1 მილიარდ ბარელს მიაღწია.

ვრცლად interfax - ზე