ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო!

„შაბათის სკოლაში“ საყოველთაო რეგისტრაცია 13 აგვისტოს, ძველი მოსწავლეებისთვის კი 10 აგვისტოს დაიწყო. 

რეგისტრაცია განხორციელდება 2 ეტაპად:

პირველი ეტაპი - 10, 11 და 12 აგვისტო (მხოლოდ პროექტის 2025-2026 სასწავლო წლის მონაწილეთათვის და მათი და-ძმებისთვის)

მეორე ეტაპი - 13 აგვისტოს 11:00 საათიდან (საყოველთაო რეგისტრაცია)

რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე, შაბათის სკოლის სარეგისტრაციო გუნდის დახმარებით.

ონლაინ რეგისტრაციისთვის წინასწარ შექმენით ანგარიში (ან აღადგინეთ პაროლი თუ დაგავიწყდათ) სარეგისტრაციო საიტზე: reg.komarovi.edu.ge

სრული ინფორმაცია რეგისტრაციისა და პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე: 

https://komarovi.edu.ge/ge/saturday_school

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!